უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს სისტემით 115-115-ზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებული რუსი ტყვეები ბელარუსში იმყოფებიან და მათ ნათესავებთან დაკავშირების საშუალება მიეცათ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეს სამხედროები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაატყვევეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ნაციონალური გვარდიის, საზღვაო ძალების და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები გაათავისუფლეს, მათ შორის ქალაქ მარიუპოლის დამცველებიც არიან.