ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში ჩავიდა

ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი სოხუმში ჩავიდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ჯიოევი სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოდისეი ბიგვავას შეხვდა.

ცხინვალელი მინისტრი მონაწილეობას მიიღებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში. ასევე სოხუმის და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის „კონსულტაციების გეგმის“ ხელმოწერა იგეგმება.