საქართველოს პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.
„4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.