ზელენსკი: უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას და უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა. ამის შესახებ ზელენსკიმ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობდი, რომ ამის შესახებ საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაკეტის შესახებ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მისივე განცხადებით, გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გაჟღერება, რათა საზოგადოებამ შეაფასოს საკუთარი ხალხი, რომელიც თავდაცვის საწარმოებში 24/7-ზე მუშაობს.

მანამდე კი, ზელენსკიმ თქვა, რომ 24 აგვისტოს უკრაინამ რუსეთის არმიას ახალი იარაღით – რეაქტიული დრონი „პალიანიცათი“ შეუტია.