“ახლა “ეშმაკთან გარიგების” ჯერია…” – რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?

“ნუ, რადგან ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილები ეკლესიას ვერ გაურიგდნენ, ახლა “ეშმაკთან გარიგების” ჯერია…” – ამის შესახებ ეექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების თემაზე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზება იყო, თუმცა ფორმულირება დაზუსტებული არ არის.

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით კი, საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი პრაქტიკა, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს და “ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს”.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა.