სალივანმა ჩინეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ბაიდენი მასთან მომდევნო კვირებში შეხვედრას აპირებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს პეკინში გამართული შეხვედრის დროს განუცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მასთან მომავალ კვირებში შეხვედრას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სი ძინპინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ: „ამ ცვალებად და ტურბულენტურ სამყაროში ქვეყნებს მეტი სოლიდარობა და კოორდინაცია მართებთ… და არა განცალკევება და რეგრესი“.

სალივანი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 27 აგვისტოს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ისთან. შევედრების მთავარი თემა უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, რუსეთი და ტაივანი იყო.