საფრანგეთი სკოლებში მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონების გამოყენებას აკრძალავს – Le Point

„საფრანგეთში, 2025 წლის იანვრიდან, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას  სმარტფონების კარადაში დატოვება მოეთხოვებათ“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ნიკოლ ბელუბმა განაცხადა. იუწყება Le Point-ი.

„2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან მობილური ტელეფონების შემოტანის აკრძალვის ექსპერიმენტი 200-მდე სკოლაში დაინერგა, 2025 წლის იანვრიდან კი შესაძლებელი იქნება ამ „ციფრული შესვენების“ გაგრძელება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ბელუბი განმარტავს, რომ მან ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდებზე ეკრანების გავლენის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მიიღო, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაკვეთით იყო წარმოდგენილი.

კომისიამ რეკომენდაცია გაუწია 11 წლამდე ბავშვებისთვის მობილურ ტელეფონებზე წვდომის აკრძალვას.