რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ჩასვლას გეგმავს, რომელიც რომის წესდების ხელმომწერია.
კრემლის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოწვევით ჩავა.
გეგმები თუ არ შეიცვლება, 2023 წლის მარტიდან, როდესაც ჰააგის სასამართლომ მისი დაკავების შესახებ ორდერი გასცა, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ქვეყანაში, რომელსაც ხელმოწერილი აქვს ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნის შესახებ რომის წესდება.