ზელენსკი: უკრაინა კურსკის ოლქში თავის მიზნებს აღწევს

უკრაინა კურსკის ოლქში თავის მიზნებს აღწევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფრონტის ხაზს, კერძოდ პოკროვსკსა და ტორეცკს, რადგან რუსული ძალები აგრძელებენ იქ წინსვლას.

„ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით ჩვენი ბრიგადების მომარაგებაზე და კონკრეტულ თავდაცვით მოქმედებებზე. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის შესაძლებლობებს შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების კუთხით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.