რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების გადადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა თბილისში პირველ ნოემბერს გაიმართება.
ლევან მაისაშვილის შეგირდები “დათვებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 14 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე, 13 მარტს გადაწყდა, რომ თამაში აღარ შედგებოდა.
მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ხოლო მატჩის დრო და სტადიონი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბორჯღალოსნებმა ოთხივე თამაში მოიგეს 19 ქულა მოაგროვეს, უახლოეს კონკურენტებს (პორტუგალიას და ესპანეთს) 10-10 ქულით უსწრებენ და ვადაზე ადრე მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.
“დათვებმა” ესპანეთთან და ბელგიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, პორტუგალიას და რუმინეთს სძლიეს და 8 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.
წყარო: ghn.ge