“არ მესმის, რატომ გვემუქრება? უყვარს საქართველო, ყოველ შემთხვევაში მის სადღეგრძელოებში ასე ჩანდა“ – გია ვოლსკი ჯოზეფ ბორელზე

“ბო­რე­ლი თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით სცო­დავს – არ მეს­მის, რა­ტომ გვე­მუქ­რე­ბა? არა­ერ­თხელ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მის სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­ში ასე ჩან­და, მაგ­რამ ახლა შე­იც­ვა­ლა პო­ზი­ცია და ძა­ლი­ან ცუ­დია“, – ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის ჯო­ზეფ ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­ექ­ტო­რია ევ­რო­კავ­ში­რი­სას სცილ­დე­ბა”.

“არ მესმის, რატომ გვემუქრება? უყვარს საქართველო, ყოველ შემთხვევაში მის სადღეგრძელოებში ასე ჩანდა“ - გია ვოლსკი ჯოზეფ ბორელზე

ვოლ­სკის თქმით, ბო­რელ­ზე “კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” ემო­ცი­ე­ბი არ უნდა გა­და­დი­ო­დეს” და მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გე­ბით უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოს.

“ბო­რე­ლი თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით სცო­დავს, ვი­ნა­ი­დან არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და რაც მთა­ვა­რია, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რითი ვცილ­დე­ბით [ევ­რო­პას]? – არ­ცერ­თი რე­ი­ტინ­გი არ არ­სე­ბობს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სხვა თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბით, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც არ მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო უკე­თე­სი და მყა­რია, ვიდ­რე ყვე­ლა კან­დი­დატ ქვე­ყა­ნა­ში. უფრო მე­ტიც – აჭარ­ბებს კი­დეც იმ მაჩ­ვე­ნებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის რიგ ქვეყ­ნებს აქვს. ბო­რე­ლი ამით უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს და არა იმ ემო­ცი­ით, რო­მე­ლიც მას შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­ხე­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი პე­ტი­ცი­ის ში­ნა­არ­სი­დან.

ეს არის აზრი. სწო­რედ ეს იყო აზრი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” გა­ფან­ტვი­სა, რომ უფრო მეტ­ნი გა­მოჩ­ნდნენ. ერთი არ­სე­ბობს – კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბა” და მისი ემო­ცი­ე­ბი არ უნდა გა­და­დი­ო­დეს ბა­ტო­ნი ბო­რე­ლის ემო­ცი­ა­ზე. გა­და­ხე­დოს რე­ი­ტინ­გებს და აქე­დან გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა, სცილ­დე­ბა თუ არა იმ პრინ­ცი­პებს, რაც დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­როს აქვს. არ არის ეს სწო­რი გან­ცხა­დე­ბა – “ვიმ­სჯე­ლებთ სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბა­ზე”. რის­თვის? რომ ეს პა­ტა­რა, მცი­რე რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა თავს იცავს რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია არ მოხ­დეს. არ მეს­მის, რა­ტომ გვე­მუქ­რე­ბა ბა­ტო­ნი ბო­რე­ლი? არა­ერ­თხელ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ვი­ყა­ვით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მის სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­ში ასე ჩან­და. მაგ­რამ ახლა შე­იც­ვა­ლა პო­ზი­ცია და ძა­ლი­ან ცუ­დია. რის გამო შე­იძ­ლე­ბა ამ­ხე­ლა ევ­რო­პუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, ამ­ხე­ლა სამ­ხედ­რო, ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის, პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კო­მი­სა­რი ემუქ­რე­ბო­დეს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც თავს იცავს, რად­გან უნდა, რომ ქვე­ყა­ნა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ჭა­ობ­ში არ ჩა­ეფ­ლოს. ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის რო­მე­ლი პრინ­ცი­პი და­არ­ღვია? გა­და­ხე­დოს ყვე­ლა რე­ი­ტინგს, რო­მე­ლიც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე რომ სა­ქარ­თვე­ლო წინ უს­წრებს ყვე­ლა კან­დი­დატ და მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რის არა­ერთ ქვე­ყა­ნას”, – გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის ჯო­ზეფ ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბით, სულ უფრო მე­ტად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­ექ­ტო­რი­ით, “რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირს შორ­დე­ბა”.

მისი თქმით, სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაც გა­ნი­ხი­ლეს. „ჩვენ ასე­ვე მოკ­ლედ გან­ვი­ხი­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. სულ უფრო მე­ტად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ ამ ქვეყ­ნის ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირს შორ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ბო­რელ­მა.