ევროკავშირმა კიევს უარი განუცხადა თხოვნაზე, რომ უკრაინელი ჯარისკაცები „ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში“ გაეწვრთნათ. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
თუმცა, როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან, უკრაინელი ჯარისკაცები „უკრაინისგან რაც შეიძლება ახლო ტერიტორიაზე“ გადაამზადონ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროკავშირის ტერიტორიაზე 60 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაიწვრთნა და წლის ბოლომდე, კიდევ 15 000 ჯარისკაცის გადამზადება იგეგმება.
Reuters აღნიშნავს, რომ კიევმა ევროკავშირს მიმართა თხოვნით, სწავლებების უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარების შესაძლებლობა განეხილათ, მათი არგუმენტი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ეს უფრო სწრაფი და ეკონომიკურად თუ ეფექტური და ლოგისტიკურად უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ევროკავშირის ტერიტორიაზე.