ურეკში ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან.
ადგილობრივების თქმით, ურეკში დატბორილია მესხის ქუჩა და ქვედა წერეთლის ქუჩის ნაწილი. ხოლო სოფელ შრომაში მდინარე სეფა ადიდდა.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი გავრცელებულ კადრებში ამბობს, წყალმა კერძო სახლის პირველ სართულზე შეაღწია და საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანა.