ირანმა პრეზიდენტ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის საბოლოო მიზეზი დაასახელა.
გამოძიებაზე დაყრდნობით სააგენტო წერს, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნა, რომელსაც 2024 წლის მაისში ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ემსხვერპლა, უპირველეს ყოვლისა ამინდის პირობებმა, მათ შორის ძლიერმა ნისლმა გამოიწვია.
როგორც უმაღლესი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ძლიერი ნისლის გამო ვერტმფრენი, რომელშიც რაისი და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ, მთას შეეჯახა.
„ვერტმფრენის ჩამოვარდნის მთავარი მიზეზი რეგიონში გართულებული ამინდის პირობები იყო. ვერტმფრენში, რომელშიც რაისი და მისი თანმხლები მგზავრები იმყოფებოდნენ, მთაზე ჩამოვარდა ძლიერი ნისლის გამო“, – ნათქვამია ირანის სამხედროების მიერ ინციდენტის გამოძიების უმაღლესი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.