კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში ხოფის ბაზრობა დაიკეტა. დღეს გამოვლენილი 45 ახალი შემთხვევიდან, 3 სწორედ ხოფის ბაზრობას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულია მამა-შვილი, რომელიც ბაზრობის ტერიტორიაზე მუშაობდა.
ბაზრობაზე, სადაც 4 000-მდე ადამიანია დასაქმებული, მოიჯარეთა ნაწილს ეტაპობრივად ტესტირება ჩაუტარდებათ.
“ვუტარებთ PCR ტესტირებას იმ მოიჯარეებს, რომლებიც იმ მაღაზიასთან ახლო მეზობლები იყვნენ. დანარჩენ მოიჯარეებს თხოვნით მივმართეთ, რომ წასულიყვნენ და სხვადასხვა ლოკაციებზე აეღოთ ეს ტესტი. ვთქვით, რომ ფიზიკურად ყველას დღეს ვერ ავუღებდით ტესტს. პასუხები, სავარაუდოდ დღეს იქნება” – ამბობს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.
წყარო: itv.ge