დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს ამ ერთსულოვნებისთვის, იმიტომ, რომ მათ ამით დაიცვეს საქართველოს ევროპული არჩევანის მთავარი ქვაკუთხედი და ღირსება – „რუსული კანონის“ ადგილი საქართველოში არ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაუქმდება, ამიტომ „ამ კანონს არსებობის 2 თვეზე ნაკლები დარჩა“.
„26 ოქტომბერს, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, „რუსული კანონი“ გაუქმდება, ამიტომ არანაირი რეესტრი ამ ქვეყანაში არ იარსებებს,“ – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირების ვადა დღეს იწურება.