მონღოლეთმა პუტინის დაკავებაზე უარი თქვა – უკრაინა რეაგირებას მოითხოვს

უკრაინა უზრუნველყოფს, რომ მონღოლეთის უარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრძანების შესრულებაზე რეაგირება მოჰყვეს“, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

მისი თქმით, კრემლის ლიდერის სავალდებულო დაკავების ორდერის შეუსრულებლობა მძიმე დარტყმაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სისტემისთვის.

„მონღოლეთმა ბრალდებულს უფლება მისცა გაქცეულიყო მართლმსაჯულებისგან“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.