ზელენსკი – კურსკის ოპერაციის ყველა განსაზღვრული ამოცანის რეალიზება ხდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის ოპერაციის ყველა დასახული მიზნის რეალიზება ხდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკის ოპერაციის ყველა განსაზღვრული ამოცანის რეალიზება ხდება

„დღეს იყო მეთაურ სირსკის მოხსენება, როგორც ყოველდღე, ფრონტის თითოეული ნაწილისთვის, კონკრეტულად პოკროვსკის, ტორეცკის და კურახოვსკის მიმართულებისთვის. ცალკე – ოპერაცია კურსკის ოლქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კურსკის ოპერაციის აბსოლუტურად ყველა განსაზღვრული ამოცანა რეალიზდება. მადლობა ამისთვის თითოეულ ჯარისკაცს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ამზადებს შეხვედრებს პარტნიორებთან და სექტემბერში, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, შედეგი უნდა იყოს.