კახეთში დაკარგული დები პოლიციამ იპოვა – გოგონები თბილისში შეყვარებულებთან მიდიოდნენ

კახეთში დღეს დილას გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ გომბორის გზაზე იპოვა.

გაჟღერებული ინფორმაციით, დები თბილისში შეყვარებულებთან მიდიოდნენ.

ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ დები – ლიკა და მარიამ დემინაშვილები ყვარლიდან დედასთან მიდიოდნენ, რა დროსაც თელავში ბებიას შეხვდნენ და უთხრეს, რომ თბილისში წასვლა სურდათ. ბებიამ მათ უარი უთხრა და დები სამარშრუტო ტაქსით ისევ ყვარელში გაისტუმრა, საიდანაც მათი კვალი დაიკარგა.

წყარო: exclusivenews.ge