ირკვევა, რომ “ქ. ოცნების” მიერ ატეხილი ხმაური თავისსავე წევრ ერმილე გეგიაძის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა ოპოზიციის წევრებთან შელაპარაკებასთან კავშირში. პოლიტიკური ხასიათის შელაპარაკება “ქ. ოცნების” წევრებს, ერთი მხრივ, რომელთა შორისაც იყო დაღუპული კაცი და, მეორეს მხრივ, აშშ მოქალაქე ვინმე როლანდ ნუცუბიძე, რომელიც თავად ამბობს, რომ აშშ-ში 25 წლის წინ წავიდა და ოპოზიციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია:
“ასეთი არაფერი მომხდარა, ტყუილი ინფორმაციაა. ასაკიანი ხალხია, ჩემზე უფროსები არიან, ჩემთვის ჩავილაპარაკე – რა დროს მაგის დრო არის, ყანაა, ვენახია, იმას მიხედეთ – მეთქი. რას ჰქვია, შენ მაგ თქვიო და გამოვიდა 15-20 კაცამდე და ჩვენ, მე და ჩემი რძალი, კედელთან მიგვაყენეს და დაიწყეს ჩხუბი. პირადობა ვაჩვენე, ამერიკის მოქალაქე ვარ – მეთქი. ამ დროს, არც ვიცოდი, ეს კაცი საიდან გამოჩნდა, გავიდა მერე, ჩაიკეცა ეს კაცი და შეწუხდა”, – განაცხადა როლანდ ნუცუბიძემ.