„ამ ადამიანის სიცოცხლის შეწირვაში, რა თქმა უნდა, ყველანი კოლექტიურად არიან დამნაშავეები“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოფელ გეგუთში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც „ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა.
„ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის, რადიკალური „ენჯეო“ სექტორის ფსევდოლიბერალური ფაშიზმი. ამაში დამნაშავე მარტო ეს რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური „ენჯეოები“ არ არიან. ამაში დამნაშავეები არიან ის დონორი ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. ამ ადამიანის სიცოცხლის შეწირვაში, რა თქმა უნდა, ყველანი კოლექტიურად არიან დამნაშავეები“, – აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.