რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი, შესაძლოა, გარკვეულ პირობებში იძულებული გახდეს ტელეგრამის დაშიფვრის გასაღები საფრანგეთის სპეცსამსახურებს გადასცეს.
მედვედევმა პაველ დუროვთან სატელეფონო საუბარი გაიხსენა.
„ერთხელ 2015 ან 2016 წელს დავურეკე {პაველ დუროვს} და ვუთხარი: აჰა, გესმით, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, შეიძლება სახიფათო იყოს სახელმწიფოსთვის, ამიტომ ადრე თუ გვიან მოგიწევთ ეს დაშიფვრის გასაღები სხვას გადასცე, მან მითხრა – „ამას არასოდეს ვიზამ“. ძლიერი ზეწოლის შემთხვევაში, დუროვი შესაძლოა იძულებული გახდეს საფრანგეთის სპეცსამსახურებს ტელეგრამის დაშიფვრის გასაღები გადასცეს“, – აცხადებს მედვედევი.
შეგახსენებთ, Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. დუროვი სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლით არის ეჭვმიტანილი და მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი კიბერშეტევებში დუროვის შესაძლო მონაწილეობაა.
ამასთან, The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დუროვს სთავაზობდა, კომპანიის სათავო ოფისი პარიზში გადაეტანა.