უპილოტო საფრენი აპარატებს, რომელთა მოდერნიზაციაზე უკრაინა მუშაობს, მიზნების განადგურება 1800 კმ-ის მანძილზე შეუძლიათ. ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„რუსეთის ინფრასტრუქტურა, რომელიც ომისთვის მუშაობს, ზარალდება და ეს ზარალი გაგრძელდება. პირველ რიგში საუბარია სამხედრო აეროდრომებზე, რომლებიც მშვიდობიან უკრაინელებს მუდმივ საფრთხეს უქმნიან. რუსეთმა ძალზე მცდარი გზა აირჩია და საკუთარი მიწის დაცვის ნაცვლად სუვერენული ქვეყნის მიწას თავს დაესხა“, – წერს ბუდანოვი.
მისი თქმით, უკრაინული დაზვერვის წარმატებული მოქმედების შედეგად რუსეთმა შავ ზღვაზე კონტროლი დაკარგა.
ჩვენ ვაიძულეთ მოწინააღმდეგეს, რომ საკუთარი ფლოტი უსაფრთხო დისტანციაზე გადაეყვანა. მაგრამ ეს უსაფრთხოების ილუზიაა. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებით, საოკუპაციო ძალებისთვის უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს. შეძლება ჩვენი სასჯელი ცოტა დაგვიანდეს, მაგრამ ის გაუქმებული არ იქნება“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.
ბუდანოვი ასევე ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის კიბერსპეციალისტებმა რუსეთის სხვადასხვა უწყების სტრუქტურებზე შეტევები განახორციელეს და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. თუმცა ინფორმაციის მიღება სხვა წყაროებიდანაც ხდება.