ჩინეთის კუნძულ ჰაინანს და ჩრდილოეთ ვიეტნამს ძლიერმა ტაიფუნმა იაგიმ გადაუარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთში ტაიფუნის სიჩქარე 234 კმ/სთ აღწევდა, ხოლო ვიეტნამთან ის ცოტათი დასუსტდა და მისი სიჩქარე 160 კმ/სთ-მდე შემცირდა. ვიეტნამში განსაკუთრებით დაზარალდა ზღვისპირა ქალაქი ჰაიპონი, რომელიც 2 მილიონიანი მოსახლეობით ქვეყნის სამრეწველო ჰაბად ითვლება.
ძლიერმა ქარმა ქალაქში შენობების მინები ჩაამსხვრია და ხეები წააქცია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
ანალოგიური მდგომარეობაა ჩინურ ჰაინანში, რომლის მოსახლეობა 10 მილიონ ადამიანს შეადგენს. იქ ტაიფუნმა აგრეთვე წააქცია ხეები და 800 ათასი აბონენტი დენის გარეშე დატოვა.