ევრაზიის პოკერის ტურს (EAPT), 7-დან 15 სექტემბრის ჩათვლით ქალაქი ბათუმი წელს პირველად მასპინძლობს.
საერთაშორისო ტურნირი 2013 წელს დაარსდა და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. სპორტულ ღონისძიებაში 1000-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.
ევრაზიის პოკერის ტური (EAPT) ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა რეგიონში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან. მისი მიზანია პოკერის, როგორც ინტელექტუალური თამაშის, განვითარება საერთაშორისო დონეზე, ასევე რეგიონის მასშტაბით ტურისტული ლოკაციების განვითარება.
სწორედ ამ მიზნით შეირჩა, საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად ქალაქი ბათუმი. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს სპორტული პოკერის ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს პოკერის, როგორც სპორტის და ინტელექტუალური თამაშის განვითარებას.
ასოციაცია სისტემატურად უწევს ორგანიზებას ლოკალურ და საერთაშორისო ტურნირებს, ასევე, აქტიურად მუშაობს პოკერის კულტურის განვითარებაზე რეგიონში.
საერთაშორისო ტურნირს ბათუმში ეკლიფს პოკერ კლუბი მასპინძლობს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კაზინო ეკლიფსის ბაზაზე შეიქმნა.
საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 350 000$-ს შეადგენს. ღონისძიებაში მონაწილეობას, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული პოკერის მოთამაშეები იღებენ.