ილონ მასკი: დონალდ ტრამპი თუ დამარცხდება, აშშ-ში „ნამდვილი არჩევნები“ აღარ გაიმართება

„დონალდ ტრამპი თუ დამარცხდება, აშშ-ში „ნამდვილი არჩევნები“ აღარ გაიმართება“, – ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

ილონ მასკი

მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის ლიდერები აშშ-ში მყოფი 15 მილიონი მიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას გეგმავენ.

„დემოკრატიული პარტიის თითქმის ყველა ლიდერის საჯაროდ გაცხადებული მიზანია დაახლოებით 15 მილიონი არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაცია, რაც შეიძლება მალე, ასევე, კიდევ ათეულობით მილიონის შემოყვანა. ეს დაუყოვნებლივ გადააქცევდა ყველა მერყევ შტატს „ლურჯად“, (დემოკრატების მხარდამჭერად), ისევე როგორც მოხდა კალიფორნიაში 1986 წლის ამნისტიით. ეს ამერიკას მუდმივ ერთპარტიულ სახელმწიფოდ აქცევს. ეს იქნება ბოლო ნამდვილი არჩევნები, თუ ტრამპი დამარცხდება“, – წერს მასკი.