გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს სურს, რომ რუსეთი „მშვიდობის სამიტის“ მომავალ სხდომას დაესწროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას შეწყვეტს. კანცლერის განცხადებას Tagesschau ციტირებს.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის აუცილებელი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, ასევე ღირს შესწავლა, თუ როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი კონფლიქტური სიტუაციიდან.
„იქ {კრემლში} მყოფი {ვლადიმერ პუტინი} თუკი იტყვის „მე გავაგრძელებ შეტევას”, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ვერ იმუშავებს“, – აღნიშნა შოლცმა „მშვიდობის სამიტზე“ რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
შოლცის თქმით, პოლიტიკაში საჭიროა სიცხადე, სიმტკიცე და ხასიათი.
„ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ გვსურს უზრუნველყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში”, – დასძინა შოლცმა.