ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი კიევში ჩავიდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ ლემისთან ერთად კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი დევიდ ლემი

„ბლინკენი, კიევში ვიზიტის დროს, გეგმავს გაეცნოს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას და განიხილოს უკრაინის საჭიროებები უახლოეს მომავალში ზამთრის მოახლოების გათვალისწინებით“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ კიევში გაიმართება საუბარი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო წინადადებების ხელშეწყობის შესახებ.

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ყველაზე სავარაუდო შედეგია ამ შემთხვევაში, მაგრამ როდის მოხდება ეს, ასევე რა პირობებში და ვითარებაში, ამას გადაწყვეტს პრეზიდენტი ზელენსკი გადაწყვეტს“, – აღნიშნა კირბიმ.

ბლინკენი და ლემი ასევე შეხვდებიან უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს.

ეს არის დიპლომატიური დეპარტამენტების ხელმძღვანელების პირველი ერთობლივი ვიზიტი კიევში.