ფილადელფიის შტატის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომლებიც, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის დებატების პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჰარისსა და ტრამპს შორის დებატები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რვა კვირით ადრე გაიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატებმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის მიგრაციაზე, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე ომებზე.