ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა.
BBC-ს ცნობით, სტიქიის გამო ადიდებულმა წითელმა მდინარემ დედაქალაქ ჰანოის ქუჩები დატბორვა. წყლის დონე მდინარეში ყველაზე მაღალია ბოლო 20 წლის განმავლობაში. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.
დაღუპულთა უმეტესობა წყალდიდობასა და მეწყრებს ემსხვერპლა.
„იაგი“ – წლის ყველაზე მძლავრი შტორმი აზიაში, ვიეტნამს შაბათს დაატყდა თავს. ამ დროისთვის ის უკვე ტროპიკული დეპრესიის კატეგორიამდე დაიყვანეს. ვიეტნამამდე „იაგი“ ჩინეთსა და ფილიპინებზე მძვინვარებდა. ფილიპინებზე სტიქიას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთში კი 400 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.