ვინ მისცა ეკა გიგაურს მანდატი იმისა, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს აშშ-ის ასეთ მაღალი რანგის ორგანოში?

„ვინ მისცა ეკა გიგაურს მანდატი იმისა, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს შეერთებული შტატების ასეთ მაღალი რანგის ორგანოში?“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ეკა გიგაურის მიერ აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადების შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატი

დეპუტატის თქმით, გიგაური ოპოზიციის ინტერესების გამტარებელია.

ამასთან, გივი მიქანაძე სენატორ რიშის განცხადებას, შეურაცხმყოფელს უწოდებს და ამბობს, რომ ის თავისი განცხადებებით ცდილობს ჩაერიოს წინასაარჩევნო პროცესში.

„პირველი კითხვა, რაც ლოგიკურად ჩნდება არის – ვინ არის ეკა გიგაური? ვინ მისცა მას მანდატი იმისა, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს შეერთებული შტატების ასეთ მაღალი რანგის ორგანოში? ან საერთოდ, რატომ იქნა ეს ადამიანი მიწვეული? ის არის მიკერძოებული, სუბიექტური და აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან არის დაკავშირებული.

ეს ადამიანი დიდი ხანია გამოვიდა ნეიტრალური პოზიციიდან და არის რადიკალური ოპოზიციის ინტერესების გამტარებელი.

რაც შეეხება რიშის განცხადებას, ეს პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვისაა შეურაცხმყოფელი. ყველანაირად ცდილობს, რომ ამ თავისი განცხადებებით ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებაზე და ფაქტობრივად ჩაერიოს წინასაარჩევნო პროცესებში“, – აცხადებს გივი მიქანაძე.