უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 49 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაბრუნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ტყვეების გაცვლა

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ნაციონალური გვარდიის, ნაციონალური პოლიციის, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და სამოქალაქო პირები გამოუშვეს. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის „აზოვსტალის“ დამცველებიც არიან. ერთ-ერთი მათგანი სამხედრო ექიმი ვიქტორ ივჩუკია.

რუსულ მხარეს ტყვეების გაცვლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. როგორც ბლოგერმა ბორის როჟინმა დაწერა, ტყვეების გაცვლა 49/49-ზე მოხდა. მისი ცნობით, გათავისუფლებულ რუს სამხედროებს შორის იყვნენ ჯარში გაწვეული ახალგაზრდები, რომლებიც ტყვეობაში კურსკის ოლქში ჩავარდნენ.

ბოლოს უკრაინამ და რუსეთმა 24 აგვისტოს ტყვეები გაცვალეს 115/115-ზე.