ენტონი ბლინკენმა Russia Today-ის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსული მედიაარხის Russia Today-ის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. როგორც BBC წერს, მან ამ მედიასაშუალებას „რუსეთის დაზვერვის ფაქტობრივი ხელი“ უწოდა.

ენტონი ბლინკენი

ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ RT იმ მედიის ნაწილია, რომელიც აშშ-ში დემოკრატიის შერყევას ცდილობს. მისი განცხადებით, რუსეთის მთავრობამ RT-ში კიბეროპერაციების შესაძლებლობებისა და რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული დანაყოფი ჩანერგა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, დღეიდან სანქციები ამოქმედდება ორი პირისა და სამი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ საქმიანობასთან არიან დაკავშირებულნი. ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა იწყებენ გლობალურ დიპლომატიურ კამპანიას, რომელიც მიზანია, მსოფლიო დაარწმუნოს, RT-ს მიუდგნენ არა მხოლოდ როგორც პროპაგანდის ორგანოს, არამედ როგორც რუსეთის დაზვერვის ინსტრუმენტს.

ბლინკენის აღნიშნული განცხადება Russia Today-მ პირდაპირ ეთერი გადასცა და „შეერთებული შტატების უახლესი კონსპირაციის თეორიის“ შესახებ გამოაცხადა.