ფულადი გზავნილების სტატისტიკა – 2024 წლის აგვისტოს მონაცემები

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ფულადი გზავნილების სტატისტიკას 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით.

თანამშრომლობა ბაზელის ინოვაციების ჰაბთან

სების ცნობით, 2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი (784.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 0.3%-ით (0.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამავე ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2024 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.1 მლნ აშშ დოლარი (89.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.