აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის სავარაუდო უკრაინულმა კავშირმა აჩვენა, რომ „ცეცხლთან თამაშს“ შედეგები მოჰყვება, – ასე გამოეხმაურა კრემლი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციას, რომელიც მოდის შეერთებული შტატებიდან და ვხედავთ, რამდენად დაძაბულია სიტუაცია, მათ შორის პოლიტიკურ კონკურენტებს შორის. პოლიტიკური ბრძოლა მწვავდება და სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ არასოდეს ჩავრეულვართ და ჩავერევით აშშ-ის არჩევნებში“,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.