შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაძალადევის შტაბისა და ასევე, კომისიის წევრი ზურაბ აბაევი სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ამის შემდეგ აბაევი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის შტაბის წევრ ზურაბ აბაევს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი.