უკრაინა წლის ბოლომდე დანიისგან F-16 ავიაგამანადგურებლების მორიგ პარტიას მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.
აგვისტოს დასაწყისში მან დაადასტურა, რომ უკრაინამ პირველი ავიაგამანადგურებელი მიიღო. ამჟამინდელი რაოდენობა გასაჯაროებული არაა, მაგრამ დანიამ პირობა დადო, რომ ქვეყანას 19 გამანადგურებელს მიაწვდის.
„დანია უკრაინას F-16 ავიაგამანადგურებლების შემდეგ პარტიას 2024 წლის მეორე ნახევარში მიაწვდის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა Ritzau-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, F-16-ების პირველი მიწოდების მსგავსად, ამ მებრძოლების გადაცემის არც კონკრეტული თარიღი და არც მათი რაოდენობა არ გასაჯაროვდება.
„ეს კეთდება ოპერატიული უსაფრთხოების მიზნით“, – აღნიშნა პოულსენმა.