ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 180 000-ით გაზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2 მლნ. 385 ათასამდე გაიზარდა. აქედან 1,5 მლნ საშუალოდ სამხედრო მოსამსახურეა. პუტინის ბრძანებულება 2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან შედის ძალაში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

რუსი სამხედრო

ამჯერად რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალების საშტატო რაოდენობა 180 000-ით გაზარდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს უკვე მესამედ ხდება. პუტინმა შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2022 წლის აგვისტოში 137 ათასით, ხოლო 2023 წლის დეკემბერში 170 000-ით გაზარდა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიამდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 1 მლნ 130 ათასს შეადგენდა.

2024 წლის აგვისტოში სააგენტო Bloomberg-მა დაწერა, რომ სამხედრო პირთა უკმარისობის გამო რუსეთში, შესაძლოა, ახალი მობილიზაცია გამოცხადდეს. მიუხედავად იმისა, რომ საკონტრაქტო სამსახურში წასვლის მსურველებისთვის ანაზღაურება ყოველდღე იზრდება, უკრაინაში დანაკარგების შევსებას რუსეთი ვერ ახერხებს.

ვლადიმერ პუტინმა ივნისის დასაწყისში პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთის ახალი მობილიზაცია არ იგეგმება.