სკოლაში 12 წლის მოზარდი შეიარაღებული შეიჭრა და 6 პირი დაჭრა

სკოლაში 12 წლის მოზარდი შეიარაღებული შეიჭრა და 6 პირი დაჭრა. მათ შორის, 5 სკოლის მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. შემთხვევა პორტუგალიაში, ლისაბონის მახლობლად, აზამბუჯაში მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი სკოლის შენობაში შესვლისთანავე აგრესიული იყო და ყველა შემხვედრს თავს ესხმოდა.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 11-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები დაშავდნენ, ასევე დაშავებულია სკოლის მასწავლებელი.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.