ენტონი ბლინკენი კაიროში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კაიროში ჩავიდა. ეს ღაზაში ომის დაწყებიდან ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობისთვის მისი მეათე ვიზიტია.

აშშ-ის  სახელმწიფო მდივანი

მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი შეხვედრებს გამართავს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ აბდელატისთან.

„ის შეხვდება ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დღის წესრიგში დგას ის, თუ როგორ მივიღებთ წინადადებას, რომელიც, ჩვენი აზრით, ორივე მხარისგან შეთანხმებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

მილერმა კომენტარი გააკეთა ლიბანში „ჰეზბოლას“ მებრძოლების პეიჯერების აფეთქებასთან დაკავშირებით, რაშიც დაჯგუფება ისრაელის მხარეს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება. მისი თქმით, აშშ-ს თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და ინციდენტის შესახებ ინფორმაციას წინასწარ არ ფლობდა.

ისრაელის მხარეს პეიჯერების აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.