უშგულში კაფე ენგური დაიწვა, ამის შესახებ ინფორმაციას მინდია ჩანქსელიანი ავრცელებს და წერს, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი განადგურდა.
„გვიან ღამით, უშგულში, Ushguli • Cafe-Bar Enguri დაიწვა.
კარგი ადამიანების ბევრი წლის შრომა და თავდადება ცეცხლმა დაფერფლა. რამდენიმე წუთში ყველაფერი განადგურდა და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მხოლოდ რამდენიმე ბოძი და კვამლის სვეტი დგას ყველასთვის საყვარელი კაფე ენგურის ადგილას
მჯერა, კარგი ადამიანების თანადგომით, ენგურის გუნდი შეძლებს და უშგულის ეს პოპულარული ადგილი ისევ განაახლებს საქმიანობას!
დახმარების მსურველებისთვის დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – წერს მინდია ჩარქსელიანი.