მედვედევი: რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ანგარიშსწორება გარდაუვალი იქნება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ანგარიშსწორება გარდაუვალი იქნება.

დმიტრი მედვედევი

„მთავარი გარდაუვალობაა, არც ისე მნიშვნელოვანია, როდის დადგება ანგარიშსწორება“, – აცხადებს მედვედევი.

მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველა „პირუტყვი“, განურჩევლად ეროვნებისა, მოქალაქეობისა, რწმენისა და თანამდებობისა, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული რუსეთის ან მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და ის, ვინც მოწოდებით გამოდის, რომ კურსკში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლან, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათთვის დავბრუნდებით“.

„ოპერაციები საგულდაგულოდ არის დაგეგმილი და ყოველთვის არ არის წარმატებული, მაგრამ ისინი უნდა განხორციელდეს სამართლიანობის სახელით“, – განაცხადა მედვედევმა.