აშშ-ის ექსპრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება. ამის შესახებ მან მიჩიგანში წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა.
ტრამპმა ინდოეთს ვაჭრობაში „ძალიან დიდი ბოროტმოქმედი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ნარენდრა მოდი „ფანტასტიკურია“.
„ის მომავალ კვირაში შემხვდება“, – განაცხადა ტრამპმა და არ დააკონკრეტა დეტალები იმის თაობაზე, თუ სად გაიმართება შეხვედრა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 სექტემბერს აშშ-ში მოდის ვიზიტის განრიგი გამოაქვეყნა, თუმცა მასში დონალდ ტრამპთან შეხვედრა ნახსენები არაა.