ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბაზები დაბომბა

ისრაელის ავიაციამ სამხრეთ ლიბანში მოძრაობა „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანადგარები და სხვა ინფრასტრუქტურა დაბომბა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულ სარაკეტო სისტემებში 150-მდე რაკეტა იყო გამზადებული, რომლითაც ისრაელზე სარაკეტო იერიში იგეგმებოდა. ასევე იერიშები „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობებზეც იყო მიტანილი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მანამდე ლიბანის მხრიდან ისრაელზე გახსნილი სარაკეტო ცეცხლის დროს ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი ახალ ფაზაში შედის.