„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან შეხვედრას ელოდება. სახელმწიფოს მეთაურს სურს გაიგოს ტრამპის პოზიცია ომის დასრულების შესახებ“, – ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია თუ შეხვედრა შედგება. ვფიქრობ შეხვედრა შედგება. რაც შეეხება თავად დონალდ ტრამპს, მაინტერესებს როგორ წარმოუდგენია ომის დასრულება“, – აცხადებს ზელენსკი.
მომავალ კვირას ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრება.
ის გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფოს მეთაური ასევე წარუდგენს აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას.
გარდა ამისა, დაგეგმილია, შეხვედრა ჯო ბაიდენთან და კამალა ჰარისთან.