იაპონიაში წყალდიდობის საფრთხის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მედიის ცნობით, იშიკავას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ვაჯიმაში დაახლოებით 18 000 ადამიანს და სუძუში 12 000-ს დროებით თავშესაფარში გადასვლა მოუწია. იშიკავას ჩრდილოეთით მდებარე ნიიგატასა და იამაგატას პრეფექტურების კიდევ 16 000 მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ცნობით, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეფექტურაში 12 მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და დასახლებების ნაწილი დატბორა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პრეფექტურის ზოგიერთი ნაწილში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. განგაშის უმაღლესი დონეა – რეგიონის ზოგიერთ ნაწილში.