ლავროვი: კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმირ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხუმრობდა, როცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ეს ხუმრობა იყო. პრეზიდენტ პუტინს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ინტერვიუებისას და განცხადებებისას ხშირად ხუმრობს“, – აღნიშნა ლავროვმა.