უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო WSJ-ის გამოცემის მონაცემები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში უკვე დაკარგეს 80 000 ჯარისკაცი.
„უკრაინელი სამხედროების 80 000 დანაკარგი სიცრუეა. რეალური რიცხვი გაცილებით ნაკლებია“ – ხაზგასმით აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journa-მა (WSJ) დაწერა, რომ ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობამ 80 000-ს მიაღწია.