“დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით” – დიმიტრი პესკოვი

და­სავ­ლე­თი შე­პყრო­ბი­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან უკა­ნას­კნელ უკ­რა­ი­ნე­ლამ­დე ბრძო­ლის იდე­ით, – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რი, დი­მიტ­რი პეს­კო­ვი ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კი­ე­ვის­თვის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი წი­თე­ლი ხაზი არ გახ­დე­ბა.

"დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით" - დიმიტრი პესკოვი

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ისი­ნი შე­პყრო­ბილ­ნი არი­ან ჩვენ­თან უკა­ნას­კნელ უკ­რა­ი­ნე­ლამ­დე ბრძო­ლის იდე­ით. ეს აკ­ვი­ა­ტე­ბა ყვე­ლა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იჩენს თავს“, – აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი გა­მო­ცე­მა Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გაფრ­თხი­ლე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ და­სავ­ლე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის მის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ია­რა­ღით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ნიშ­ნავს, რომ და­სავ­ლე­თი პირ­და­პირ ებ­რძვის რუ­სეთს. იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის­თვის ამ უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ეს­კა­ლა­ცი­ის გა­მომ­წვევ წი­თელ ხა­ზად არ იქ­ცე­ვა.