ტრამპი აცხადებს, რომ თუ არჩევნებში დამარცხდება, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ის წლევანდელ არჩევნებში დამარცხდება, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დონალდ ტრამპი

ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, ხედავს თუ არა საკუთარ თავს კვლავ საპრეზიდენტო კანდიდატად ოთხი წლის შემდეგ, თუ ის წელს ვერ გაიმარჯვებს? რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ არა.

„არა, ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რაც იქნება, იქნება. მე ამას საერთოდ ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.